- This topic has 3 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 6 months წინ by .
ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)
ნაჩვენებია 4 შეტყობინება - 1 -დან 4 ჩათვლით (სულ 4)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › კვამლის საკონტროლო სისტემა
გამარჯობათ, მაინტერესებს მაღლივ შენობაში, რომელიც არაა აღჭურვილი საშხეფი სისტემებით,კიბის ვესტიბიულში მოწყობილი იყოს ლიფტი დაწნევის სისტემით?
ზოგადად,მაღლივ შენობაში შემოზღუდულ კიბის უჯრედში ლიფტი არ უნდა გამოდიოდეს. ვესტიბული თუ შემოზღუდული კიბის ნაწილია არც ვესტიბულში.
ჩემი ხედვით ვესტიბიული არის მხოლოდ შემოზღუდული კიბის ის ნაწილი, რომელიც იცავს კიბის უჯრედს დაკვამლიანებისგან (მითუმეტეს მოეთხოვება კიბისგან 2 საათიანი გამიჯვნა და ღიობებში შესაბამისი მოთხოვნის ანაწყობები), რაც შეეხება ჩანაწერს “ლიფტები არ უნდა იღებოდეს შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და პანდუსებისკენ” ჩემი აზრით არ გულისხმობს ლიფტის კარების არ გაღებას კიბის ვესტიბიულში, მითუმეტეს როცა ლიფტის შახტა დაწნევის სისტემითაა და ამით თვით ვესტიბიულიც დაცულია ლიფტის შახტიდან დაკვამლიანებისგან.
სხვა არგუმენტი არის იმისა, რომ ლიფტი ასეთი სახით არ მოეწყოს ვესტიბიულში?
როდესაც ვესტიბული კვამლის საკონტროლო სისტემის ნაწილია, მასში ლიფტი არ უნდა გადიოდეს, რათა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი კვამლის კონტროლი.
„ლიფტები არ უნდა იღებოდეს შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და პანდუსებისკენ“ – ვესტიბული შიგა გასასვლელის გზა-კიბის ნაწილია.