- This topic has 1 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 10 months წინ by .
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
ნაჩვენებია 2 შეტყობინება - 1 -დან 2 ჩათვლით (სულ 2)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › სკოლის შენობაში დაკავებულობების კლასიფიცირება
გვაქვს სკოლის ტერიტორიაზე ცალკე მდგომი კონსტრუქცია (სკოლაზე მიდგმული). მასში განთავსებულია საცურაო აუზი. იგეგმება ამ ნაგებობის რეკონსტრუქცია მიშენებით. პროექტის მიხედვით საცურაო აუზის უნდა მიუშენდეს სპორტული დარბაზი ფიქსირებული დასაჯდომებით და ეს ორივე ნაწილი განხილული იქნას 41 დადგენილებით, ერთ გეგმარებით სტრუქტურად. 305,1 ქვეთავის მიხედვით განათლების მიზნით გამოყენებული სივრცე (12 კლასის ჩათვლით) უნდა იყოს სგ დაკავებულობა. რიალურად საცურაო აუზიცა და სპორტული დარბაზიც იქნება გამოყენებული სკოლის ბავშვების სპორტული მომზადებისათვის და სამართლიანი იქნება თუ მივანიჭებთ სგ დაკავებულობას. თუმცა სპორტულ დარბაზში არის 250 – მდე ფიქსირებული დასაჯდომი და ეს დარბაზი პარალელურად გამოყენებული იქნება სპორტული ღონისძიებების საყურებლად. ანუ იქ შეიკრიბებიან როგორც ბავშვები ასევე მათი მშობლები და სხვა. ეს სივრცე რომ არ იყოს სკოლასთან კავშირში ის იქნებოდა თვ-4 დაკავებულობა. ჩვენ ვაპირებთ ისეთი დაგეგმარების გაკეთებას სადაც ორივე სავარაუდო დაკავებულობის მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, თუმცა გვიჭირს გარკვევა თუ რომელი უნდა დაფიქსირდეს არქიტექტურულ პროექტში.
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები.
ალბათ თავშეყრის ჯგუფი უნდა იყოს