- This topic has 4 პასუხი, 2 მონაწილე, and was last updated 7 years, 9 months წინ by .
ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
ნაჩვენებია 5 შეტყობინება - 1 -დან 5 ჩათვლით (სულ 5)
- გამოხმაურებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მთავარი › ფორუმი › შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები › ჩიხური დერეფანი-(1018.4 ჩიხები.)
თეგები: https://imgur.com/a/sybZd0R
მეგობრებო მაინტერესებს . როცა ორი გზა-კიბეა შენობაში და თუ გრძელი დერეფნის შუალედური ბინის კარიდან სავალი მანძილი 15 მეტრს(მაგალითად სასტუმრო 4-7 სართულამდე ან მაღლივი შენობა აღჭურვილი მთლიანად ავტოსაშხეფი სისტემით ) აღემატება , ეს მანძილი დასაშვებია თუ ჩიხად ჩაითვლება ?
მაგალითისთვის გეგმა ავტვირთე ,ერთ გზა-კიბემდე 20მ-ია და მეორემდე 17მ
მადლობ
ნატა მოგესალმები,
წესების 1018.4 ქვეთავით განსაზღვრული ჩიხური დერეფანი იზომება დერეფნის ჩიხური კედლიდან გასასვლელი საშუალების კარამდე.
როდესაც შენობა მთლიანად აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით სქ, სგ, სმ, დწ-1, სვ, სც-1, სც-2, სც-4 და დს ჯგუფების დაკავებულობებში ეს მანძილი 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს.
უფრო კონკრეტული პასუხისთვის თუ შეიძლება ატვირთეთ გეგმა, რადგან ამ მომენტისთვის კითხვაზე ფაილი მიბმული არ არის.
მადლობ ,ეს ლინკი მქონდა ცჰაგდებული , ტუ არ სჰეწუხდებიტ რომ ნახოტ ,მადლობ https://imgur.com/a/sybZd0R
ნატა,
გეგმის მიხედვით ჩიხური დერეფანი საერთოდ არ აქვს შენობას თუ 17.4 მეტრიანი დაშორების ბოლოსაც კიბე გაქვთ ჩასმული
დიდი მადლობა განმარტებისთვის .