შეტყობინებები თემებში
-
ავტორიშეტყობინებები
-
Beka kheladze დამატებით შეგიძლია გამოიყენო წესების 1009.4 ქვეთავის 1 გამონაკლისი,რომელიც გულისხმობს 90 სმ სიგანის მქონე(სიგანე მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლამდე) გზა-კიბის მარშის გაკეთების შესაძლებლობას, თუ იმ სართულზე რომელსაც აღნიშნული კიბე ემსახურება დაკავებულობის დატვირთვა არის 50-ზე ნაკლები, მაგრამ ეს გამონაკლისი არ ეხება სც-2 ქვეჯგუფის დაკავებულობებს, სადაც ერთი გზა-კიბეს მაინც უნდა ქონდეს 1.1 მეტრი სიგანის მარში.
მაღლივი შენობა – შენობა, რომლის დაკავებული იატაკი მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი
ყველაზე დაბალი დონიდან 23 მ-ზე ზემოთ.(იხილეთ წესების ქვეთავი 202 გვ.26)დათბუნების მასალის და ზოგადად მასალების არჩევის დროს გაითალისწინეთ ცეცხლმედგობის სარისხის მოთხოვენბი, თუ იმ კონსტრუქციას სადაც იყენებთ დათბუნებას მოეთხოვება
ცეცხლმედეგობის ხარისხი გაითვალისწინეთ წესების 703.2 ქვეთავის მოთხოვნები.გმადლობთ, თუ შეიძლება დამატებით განიმიმარტეთ შენობებს შორის წარმოსახვითი ხაზის გავლების პროცესი, სად და რა დაშორებით უნდა გავავლო წარმოსახვითი ხაზი?
-
პასუხი შეცვლილია 6 года/лет, 8 თვე წინ,
Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
იქიდან გამომდიანრე, რომ თქვენს შემთხვევაში, სართლების რაოდენობიდან და შენობის სიმაღლიდან(არ გადის მაღლივი შენობის კატეგორიაში) გამომდიანრე გასასვლელის კიბეს არ მოეთხოევაბ კვამლის კონტროლი, შესაბამისად კვამლის კონტროლი მოეთხოვება მხოლოდ ლიფტს იხილეთ ქვეთავი 713.14, რაც შეგიძლიათ უზრუნველყოთ ლიფტისთვის მექანიკური კვამლის კონტროლის მქონე ტამბურის მოწყობით ან ლიფტის შახტაში ჰაერის დაწნევის სისტემის უზურნველყოფით…ჩემი აზრით თქვენს შემთხვევაში ლიფტს და კიბეს საერთო ტამბური შეგიძლიათ გაუკეთოთ მაშინ როცა ლიფტის შახტი აღჭურვილი იქნეა ჰაერის დაწნევის სისტემით,სხვა შემთხვევაში ლიფტს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი ტამბური კიბეს კიდევ დამოუკიდებელი.
1016.3. გაზომვა
გასასვლელთან მისადგომის საზღვრებში მოქცეული სავალი მანძილი უნდა გაიზომოს სართულის საზღვრებში მდებარე ყველაზე მოშორებული წერტილიდან გასასვლელისკენ სავალი
ნებისმიერი თარაზული და შვეული, ბუნებრივი და ჩაუხერგავი ბილიკის გასწვრივ გასასვლელში შესასვლელამდე.
აქ იგულისხმება მანძილი, რომელსაც დამკავებელი გაივლის ჩაუხერგავი მინიმუმ 90სმ(ცვალებადი ზომა) სიგანის ბილიკის გასწვრივ ავეჯებს, დახლებს და სხვა წინაღობებს შორის გასასვლელი საშუალების კარამდე(შემოზღუდულ გზა-კიბეში შესასვლელი კარი, გარეთ გასასვლელი გზა-კარი და სხვა.)გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების და პანდუსების შემთხვევაში მანძილს ემატება გზა-კიბის მარშების სიგრძე ან პანდუსის სიგრძე. იხილეთ წესების ქვეთავი 1016.3.1
-
პასუხი შეცვლილია 6 года/лет, 8 თვე წინ,
Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
-
პასუხი შეცვლილია 6 года/лет, 8 თვე წინ,
-
ავტორიშეტყობინებები