შინ Sandro Lobzhanidze

Sandro Lobzhanidze

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 1 -დან 15 ჩათვლით (სულ 21)
  • ავტორი
    შეტყობინებები

  • Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ნატა მოგესალმებით,

    წესების 912 ქვეთავით განსაზღვრული სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისაერთებელბი აუცილებელია, როდესაც შენობაში მოწყობილია სახანძრო მილდგარები ან ავტოსაშხეფი სისტემა ან ორივე ერთად.

    პასუხად: 1704.2 საჰაეროების მდებარეობა #2172

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    მოგესალმებით,

    ლიფტის შახტის თავი თუ არ გადის სამანქანო ოთახში წესების 1704.3 ქვეთავის მიხედვით განიავებისთვის შეგიძლია გაუკეთო ღიობები ლიფტის შახტის ფართობის 3.5%, მაგრამ არანაკლებ 0.28 კვ.მ, შეგიძლია ღიობის ფართობი გაყო რამდენიმე ნაწილად და გადაანაწილო შახტის კედლის პერიმეტრზე მაგალითად 0.14 კვ.მ ერთ მხარეს და 0.14 კვ.მ მეორე მხარეს.
    საჰაეროების ფართობის 1/3 ყოველთვის ღია უნდა იყოს, დანარჩენი ნაწილი კი შესაძლებელია შეივსოს მინით ან ცხაურებით, შესაძლებელია ყველა ღიობებში იყოს ცხაურები თუ ცხაურების ფირფიტებს შორის დარჩენილი ღია ფართობი იქნება ღიოებების ფართობის 1/3 ან მეტი.

    თუ ლიფტის შახტის თავი გადის ან ტექნიკურ ოთახში ან სამანქანოში იხელმძღვანელეთ 10704.2 და 1704.3 ქვეთავებით.

    პასუხად: ჩიხური დერეფანი-(1018.4 ჩიხები.) #2165

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ნატა,

    გეგმის მიხედვით ჩიხური დერეფანი საერთოდ არ აქვს შენობას თუ 17.4 მეტრიანი დაშორების ბოლოსაც კიბე გაქვთ ჩასმული

    პასუხად: სახანძრო სამაშველო ლიფტი #2163

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ნატა მოგესალმები

    სახანძრო სამშველო ლიფტის კარის(სუფთა ზომა) დამოკიდებულია ლიფტის კონფიგურაციაზე, მართკუთხედი კონფიგურაციის შემთხვევაში (გრძელი და ვიწრო) თუ შესვლა ხდება ვიწრო მხრიდან კარი 1.1 მეტრი უნდა იყოს, ხოლო როდესაც ლიფტში შესვლა ხდება მისი გრძელი მხირდან მაშინ – 1.2 მეტრი

    პასუხად: ჩიხური დერეფანი-(1018.4 ჩიხები.) #2161

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ნატა მოგესალმები,

    წესების 1018.4 ქვეთავით განსაზღვრული ჩიხური დერეფანი იზომება დერეფნის ჩიხური კედლიდან გასასვლელი საშუალების კარამდე.
    როდესაც შენობა მთლიანად აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით სქ, სგ, სმ, დწ-1, სვ, სც-1, სც-2, სც-4 და დს ჯგუფების დაკავებულობებში ეს მანძილი 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს.

    უფრო კონკრეტული პასუხისთვის თუ შეიძლება ატვირთეთ გეგმა, რადგან ამ მომენტისთვის კითხვაზე ფაილი მიბმული არ არის.

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 6 თვე წინ,  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    პასუხად: ფანჯრის ღიობები კიბეში #2111

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ლადო მოგესალმებით, კიბის უჯრედში ფანჯრის ღიობების მოწყობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ 1009.3.1.8 ქვეთავის მიხედვით და შეგიძლიათ მოაწყოთ 705.8 ცხრილით განსაზღვრული ღიობების რაოდენობა, ასევე გაითვალისწინეთ 1022.7 ქვეთავის მოთხოვნები.


    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    გიორგი მოგესალმებით,

    დასავლეთის მხარეს მდებარე მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება რადგან არ არსებობს წესებში, შესაძლებელია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს
    თქვენს სასარგებლოდ მშენებლობის ნებართვის გამმცემმა ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქიტექტურის სამსახურს ან მოითხოვოთ შეხვედრა და დასვათ აღნიშნული საკითხი.
    სამხრეთის მხარეს არსებულ ნაკვეთთან დაკავშირებით, რადგან მასზე გავრცელებულია სარეკრეაციო ზონა და არის ქალაქის საკუთრებაში, ვფიქრობ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის თუ გაზომავთ საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე არქიტექტურის სამსახური ჩაგითვლით სწორ ქმედებად.

    პასუხად: ცხრილი 1021.2 (2) #2055

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, 1021.2 (2) ცხრილში სწ დაკავებულობის ჯგუფის ორჯერ დაწერის პრინციპი ვფიქრობ შემდეგია:
    რაც უფრო მეტია დაკავებულობის დატვირთვა მით ნაკლებია გასასვლელთან მისადგომის მაქსიმალური მანძილი, მაგალითად თუ დაკავებულობის დატვირთვა არის 29 ან ნაკლები გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი, ხოლო როდესაც დაკავებულობის დატვირთვა არის 29-დან 49 ის ჩათვლით გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 23 მეტრი. ასევე, ცხრილის სქოლიოს “ბ” პუნქტის მიხედვით, თუ შენობა აღჭურვილია ავტოსაშხეფი სისტემით 49 დაკავებულობის დატვირთვის ჩათვლითაც გასასვლელამდე სავალი მაქსიმალური მანძილი უნდა ავიღოთ 30 მეტრი.

    პასუხად: კარის თავისუფალი სიგანე #2053

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    კარის თავისუფალი სიგანე

    კარის თავისუფალი გასავლელი სიგანის გასაზომად იხელმძღვანელეთ წესების 1008.1.1 ქვეთავის და სურათზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით.

    პასუხად: სათბურები #1978

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    დავით მოგესალმებით,

    სათბურებზე წესების მოთხოვნები ვრცელდება იმავე დონით როგორც ნებისმიერ სხვა დაკავებულობაზე, პირველ რიგში სათბურები წესების 312-ე ქვეთავიდან გამომდინარე ექვემდებარება დს დაკავებულობის ჯგუფს და კონსტრუქციის ტიპის ცვლილება არ მოახდენს დაკავებულობის ჯგუფზე არანაირ გავლენას. რაც შეეხება კონკრეტულად კონსტრუქციის ტიპს, აღნიშნული დამოკიდებულია სათბურის ფართობზე და ნაგებობის სიმაღლეზე, თუ გსურთ რომ სათბური გავიდეს როგორც მემბრანული ნაგებობა, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიცვათ წესების 1802.3 ქვეთავის მოთხოვნა, სადაც ჩამოთვლილია კონკრეტული კონსტრუქციის ტიპები (IIB, IV და V ტიპი) და სათბურის ფართობი/სიმაღლე უნდა აკმაყოფილებდეს წესების 503 ცხრილში მოცემულ შეზღუდვებს აღნიშნული კონსტრუქციის ტიპის ქვეშ მყოფ დს დაკავებულობის ჯგუფთან დაკავშირებით, თუ საპროექტო ფართობი აღემატება დაშვებულს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ IB ან IA კონსტრუქციის ტიპები, თუმცა უკვე აღარ გექნებათ კონკრეტულად მემბრანული ნაგებობა, არამედ ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე სტრუქტურული ელემენტებისგან შემდგარი ნაგებობა. დამატებით იხილეთ წესების 601 და 503 ცხრილები.

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #1959

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    თამთა გამარჯობა, მე მქონდა მსგავსი შემთხვევა და ვისარგებლე 1004.1.2 ქვეთავის გამონაკლისით, ჩემს შემთხვევაში საქმე ეხებოდა 2000 კვ.მ ფართობის მქონე კაზინოს, სადაც დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი სათამაშო დარბაზებში წესების 1004.1.2 ცხრილის მიხედვით არის 1 (მთლიანი) და დაკავებულობის დატვირთვა გამოდიოდა 1000-ზე მეტი, თუმცა დამკივეთის განცხადებით მაქსიმალური დაკავებულობის დატვირვთვა არ გასცდებოდა 300 დამკავებელს, რის დასტურადაც დამკვეთმა დაწერა განცხადება არქიტექტურის სამსახურის სახელზე, სადაც მიუთითა რომ კაზიონოს ექსპლუატაციის პერიდოში არასდროს არ ეყოლებოდა 300-ზე მეტი დამკავებელი იმ კონკრეტულ სივრცეში და თავის თავზე იღებდა როგორც აღნიშნული რიცხვის კონტროლს ისე პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ პროექტი არ შეთანხმდა საბოლოოდ სხვა მიზეზების გამო, რომელიც არ ეხებოდა წესებს, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე მერიიდან არ ყოფილა ხარვეზი.


    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    თამთა, როგორც უკვე იცი 1014 ქვეთავის მიხედვით განსაზღვრული და წესების 202 ქვეთავში განმარტებული გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკი არის გასასვლელთან მისადგომის მონაკვეთი, რომლის გადაკვეთა აუცილებლია შენობაში მყოფთათვის, სანამ ორ დამოუკიდებელ გასასვლელამდე მიაღწევენ. ვფიქრობ აღნიშნული მანძილი უნდა გაიზომოს ოთახის ან სივრცის უკიდურესი წერტილიდან დამკავებლის სავალი ხაზის გასწვრივ (იგულისხემბა ავეჯებს შორის, ოთახების შიდა დერეფნების ჩათვლით და სხვა) იმ წერტილამდე, სადაც უკვე შესაძლებელია დამკავებელმა აირჩისო ორი გასასვლელისკენ მიმავალი ბილიკიდან ერთ-ერთი.

    პასუხად: გასავლელები #1945

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, თავად 1017.3 ქვეთავთან დაკავშირებით, ვფიქრობ გამონაკლისი ეხება მხოლოდ ამ ქვეთავში მოყვანილ დაკავებულობებს “გასავლელები სქ და სვ ჯგუფებში”, შესაბამისად არასაზოგადოებრივი დანიშნულება იგულისხმება რომ არის სქ ან სვ ჯგუფების ნაწილი, რაც შეეხება იმას რომ აღნიშნული გამონაკლისი უნდა შეეხოს თუ არა კონკრეტულად საცხოვრებელი ერთეულების მქონე ჯგუფებს, გეთანხმები 90 სმ მინიმუმი საკამოდ დიდი სიგანეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საცხოვრებელ ერთეულებში ძირითადი 14 კვ.მ ფართობის ოთახის გარდა, სხვა ოთახების(საძინებელების) მინიმალური ფართობი 7 კვ.მ დასაშვები, ანუ 7 კვ.მ-ში (თუ მინიმუმს ავიღებთ) უნდა განთავსდეს საწოლი და დარჩეს 90 სმ გასავლელი ცოტა ძნელი დასაგეგამრებელია.
    ამიტომაც შესაძლებელია მსგავსი სახის გამონაკლისი მიენიჭოს 1017.5 ქვეთავსაც, თუმცა მეორეს მხრივ არაფერია ცუდი დიდი ფართობის მქონე ოთახებში და სივრცეებში :):))

    პასუხად: სახანძრო მილდგარი #1943

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    თორნიკე სამხარაძე, კიბის უჯრედში ჰაერის დაწნევის სისტემის არსებობისას წნევის კონტროლისთვის საინფორმაციოდ შეგიძლია იხილო აღნიშნულ ლინკეზე ვიდეო- https://www.youtube.com/watch?v=DvRJLvKTM3c, სადაც საუბარია, თუ როგორ აკონტროლებს სისტემა ღია კარის შემთხვევაშიც საჭირო წნევას კიბის უჯრედში, შესაბამისად
    მეხანძრეს შეუძლია თავისუფლად გამოიყენეოს კიბის უჯრედში არსებული მილდგარი, ისე რომ არ დაირღვეს მინიმალური წნევა კიბის უჯრედში, თუმცა როგორც აღინიშნა წესების 905.4 ქვეთავი მაინც გულისხმობს, რომ შესაძლებელია სახანძრო მილდგარის მდებაროება პირდაპირი წესით შეათანხმო სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან.

    პასუხად: გასავლელები #1942

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    ვერა, როგორც მივხვდი თქვენი კითხვა მომდინარეობს წესების 1017.5 ქვეთავის მოთხოვნიდან, რომელიც გულისხმობს თავშეყრის ფართობებისა და სქ და სვ ჯგუფებისგან განსხვავებულ
    დაკავებულობებში მინიმუმ 90სმ სიგანის გასავლელების დატოვებას,აღნიშნული შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც თავისუფალი გასავლელი სივრცე ავეჯებს შორის, ასევე ავეჯებსა და კედლებს შორის, გასასვლელისკენ სავალი ხაზის გასწვრივ, მაგალითად საცხოვრებელ ბინებში საწოლის კიდიდან მოპირდაპირე კედლამდე უნდა დარჩეს 90სმ გასავლელი, რომ დამკავებელმა შეძლოს ოთახის გავლით საცხოვრებელი ერთეულის გასასვლელ კარამდე შეუფერხებლად მისვლა.

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 1 -დან 15 ჩათვლით (სულ 21)