შინ Sandro Lobzhanidze

Sandro Lobzhanidze

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 6 შეტყობინება - 16 -დან 21 ჩათვლით (სულ 21)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: კიბის მარშის სიგანე #1940

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    Beka kheladze დამატებით შეგიძლია გამოიყენო წესების 1009.4 ქვეთავის 1 გამონაკლისი,რომელიც გულისხმობს 90 სმ სიგანის მქონე(სიგანე მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლამდე) გზა-კიბის მარშის გაკეთების შესაძლებლობას, თუ იმ სართულზე რომელსაც აღნიშნული კიბე ემსახურება დაკავებულობის დატვირთვა არის 50-ზე ნაკლები, მაგრამ ეს გამონაკლისი არ ეხება სც-2 ქვეჯგუფის დაკავებულობებს, სადაც ერთი გზა-კიბეს მაინც უნდა ქონდეს 1.1 მეტრი სიგანის მარში.

    პასუხად: მაღლივი შენობა #1894

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    მაღლივი შენობა – შენობა, რომლის დაკავებული იატაკი მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი
    ყველაზე დაბალი დონიდან 23 მ-ზე ზემოთ.(იხილეთ წესების ქვეთავი 202 გვ.26)

    პასუხად: ფასადის დამათბუნებელი მასალები #1892

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    დათბუნების მასალის და ზოგადად მასალების არჩევის დროს გაითალისწინეთ ცეცხლმედგობის სარისხის მოთხოვენბი, თუ იმ კონსტრუქციას სადაც იყენებთ დათბუნებას მოეთხოვება
    ცეცხლმედეგობის ხარისხი გაითვალისწინეთ წესების 703.2 ქვეთავის მოთხოვნები.

    პასუხად: ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი #1888

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    გმადლობთ, თუ შეიძლება დამატებით განიმიმარტეთ შენობებს შორის წარმოსახვითი ხაზის გავლების პროცესი, სად და რა დაშორებით უნდა გავავლო წარმოსახვითი ხაზი?

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 10 თვე წინ,  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
    პასუხად: სავალი მანძილები #1886

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    იქიდან გამომდიანრე, რომ თქვენს შემთხვევაში, სართლების რაოდენობიდან და შენობის სიმაღლიდან(არ გადის მაღლივი შენობის კატეგორიაში) გამომდიანრე გასასვლელის კიბეს არ მოეთხოევაბ კვამლის კონტროლი, შესაბამისად კვამლის კონტროლი მოეთხოვება მხოლოდ ლიფტს იხილეთ ქვეთავი 713.14, რაც შეგიძლიათ უზრუნველყოთ ლიფტისთვის მექანიკური კვამლის კონტროლის მქონე ტამბურის მოწყობით ან ლიფტის შახტაში ჰაერის დაწნევის სისტემის უზურნველყოფით…ჩემი აზრით თქვენს შემთხვევაში ლიფტს და კიბეს საერთო ტამბური შეგიძლიათ გაუკეთოთ მაშინ როცა ლიფტის შახტი აღჭურვილი იქნეა ჰაერის დაწნევის სისტემით,სხვა შემთხვევაში ლიფტს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი ტამბური კიბეს კიდევ დამოუკიდებელი.

    პასუხად: სავალი მანძილები #1881

    Sandro Lobzhanidze
    უხუცესი

    1016.3. გაზომვა
    გასასვლელთან მისადგომის საზღვრებში მოქცეული სავალი მანძილი უნდა გაიზომოს სართულის საზღვრებში მდებარე ყველაზე მოშორებული წერტილიდან გასასვლელისკენ სავალი
    ნებისმიერი თარაზული და შვეული, ბუნებრივი და ჩაუხერგავი ბილიკის გასწვრივ გასასვლელში შესასვლელამდე.
    აქ იგულისხმება მანძილი, რომელსაც დამკავებელი გაივლის ჩაუხერგავი მინიმუმ 90სმ(ცვალებადი ზომა) სიგანის ბილიკის გასწვრივ ავეჯებს, დახლებს და სხვა წინაღობებს შორის გასასვლელი საშუალების კარამდე(შემოზღუდულ გზა-კიბეში შესასვლელი კარი, გარეთ გასასვლელი გზა-კარი და სხვა.)

    გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების და პანდუსების შემთხვევაში მანძილს ემატება გზა-კიბის მარშების სიგრძე ან პანდუსის სიგრძე. იხილეთ წესების ქვეთავი 1016.3.1

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 10 თვე წინ,  Sandro Lobzhanidze-ის მიერ.
ნაჩვენებია 6 შეტყობინება - 16 -დან 21 ჩათვლით (სულ 21)