შინ მიშა

მიშა

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 7 შეტყობინება - 1 -დან 7 ჩათვლით (სულ 7)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: კვამლის საკონტროლო სისტემა #2210

    მიშა
    მონაწილე

    ჩემი ხედვით ვესტიბიული არის მხოლოდ შემოზღუდული კიბის ის ნაწილი, რომელიც იცავს კიბის უჯრედს დაკვამლიანებისგან (მითუმეტეს მოეთხოვება კიბისგან 2 საათიანი გამიჯვნა და ღიობებში შესაბამისი მოთხოვნის ანაწყობები), რაც შეეხება ჩანაწერს “ლიფტები არ უნდა იღებოდეს შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და პანდუსებისკენ” ჩემი აზრით არ გულისხმობს ლიფტის კარების არ გაღებას კიბის ვესტიბიულში, მითუმეტეს როცა ლიფტის შახტა დაწნევის სისტემითაა და ამით თვით ვესტიბიულიც დაცულია ლიფტის შახტიდან დაკვამლიანებისგან.
    სხვა არგუმენტი არის იმისა, რომ ლიფტი ასეთი სახით არ მოეწყოს ვესტიბიულში?


    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა
    თქვენი აზრით სასამართლოს დამხმარე მსჯავრდებულთა საკნები, რომლებიც არამუდმივი სამყოფია, რა დაკავებულობად კლასიფიცირდება?

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2102

    მიშა
    მონაწილე

    გმადლობთ ყურადღებისთვის. ვგონებ თემა სწორად შევარჩე.
    თქვენს მიერ მოყვანილ ქვეთავში ასახულია სიტუაცია როცა გასასვლელ კომპონენტებს იყენებს დაკავებულობა, მაგრამ ზემოთ ნახსენები დერეფანი და საერთო სარგებლობის საპირფარეშოები არ წარმოადგენენ გასასვლელ კომპონენტებს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

    • პასუხი შეცვლილია 5 года/лет, 8 თვე წინ,  მიშა-ის მიერ.
    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2099

    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა,
    საკითხი მდგომარეობს შემდგომში: სართულზე გვაქვს 3 შერეული დაკავებულობა, რომლებშიც თავის მხრივ შედის სხვა ფუნქციის დამხმარე დაკავებულობები(ვინაიდან არ აჭარბებს სართულის ფართობის 10%, კლასიფიცირდება იგივე დაკავებულობად, რომელ დაკავებულობაშიც არის განთავსებული) და დერეფანი საერთო საპირფარეშოებით. სივრცეებისთვის დამკავებელთა რაოდენობის საანგარიშოდ გამოყენებულია ის “კოეფიციენტი”, რომელიც ფუნქციურად უფრო მიესადაგება თითოეულ სივრცეს.
    მაქვს ასეთი კითხვები:
    1)შერეული დაკავებულობების დროს, სართულის საერთო დაკავებულობის საანგარიშოდ, დერეფანი საერთო საპირფარეშოებით(განვიხილოთ ორივე საკითხი:როცა წინახსენებული ემსახურება სამივე დაკავებულობას და როცა ემსახურება მაგალითად 2დაკავებულობას და მესამეს არა) ინდივიდუალურად თითოეულ განსხვავებულ დაკავებულობასთან ერთად უნდა დაანგარიშდეს?
    2)წინა კითხვასთან ერთად გათვალისწინებით(საერთო დერეფან-საპირფარეშოები), როგორ დავიანგარიშოთ სართულის საერთო დაკაევებულობა, როცა რომელიმე დაკავებულობაში სხვადასხვა “კოეფიციენტის” მქონე სივრცეები გვაქვს? თითოეული მსგავსი “კოეფიციენტის” მქონე სივრცეები დავიანგარიშოთ და მერე დავაჯამოთ, თუ ავიღოთ “უმკაცრესი კოეფიციენტი” და იქიდან გამოვიყვანოთ დამკავებელთა რაოდენობა?

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2067

    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა,
    https://files.fm/u/k28avasm#/view/Capture.JPG
    თუ შეიძლება გადადით მოცემულ ლინკზე და ნახეთ სურათი. მაქვს რამდენიმე კითხვა:
    1.მწვანედ მონიშნული ფართობი წარმოადგენს საზაფხულო სივრცეს, რომელელიც სამი მხრიდან არის შემოზღუდული და მოქცეულია სახურავის თარაზული ნაშვერის ქვეშ. რამდენად უნდა მიენიჭოს დაკავებულობა?
    2.ლურჯად დაფერილი სივრცეები წარმოადგენს საქმიან ზონას, ხოლო ზემოაღნიშნული საზაფხულო სივრცე თავშეყრის ადგილს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სივრცე აღემატება სართულის 10%-ს ვერ მივაკუთვნებთ საქმიან ჯგუფს და ვერ ვიანგარიშებთ სართულის დაკავებულობასთან ერთად. შესაბამისდ უნდა კლასიფიცირდეს ცალკე და მიენიჭოს შესაბამისი დაკავებულობის ჯგუფი. აქედან გამომდიანრე მივანიჭე თავშეყრის ჯგუფი 3 (თვ-3). რაც შეეხება ფუნქციას 1004.1.2 ცხრილის თანახმად დატვირთვას ვითვლი თავშეყრის ფართობის ფეხზე სადგომი სივრცის კოეფიციენთით. რამდენად სწორია ჩემი მსჯელობა და თუ სწორია და სწორად არის განსაზვრული ყველაფერი, გამოდის, რომ სართულზე საზაფხულო სივრცის გარდა მყავს 23 დამკავებელი, ხოლო საზაფხულო სივრცისთვის 145. რამდენად ლოგიკურია მიღებული მაჩვენებლები.
    მაინტერესებს თქვენი პოზიცია.
    გმადლობთ.

    პასუხად: ფასადის დამათბუნებელი მასალები #2045

    მიშა
    მონაწილე

    გამარჯობა ბატონო დავით!
    მე ამ საკითხში კვალიფიციური არ ვარ ვერ გიპასუხებთ მაგ კითხვაზე, მაგრამ პასუხი რომ მიიღოთ უმჯობესი იქნება კითხვა შესაბამის თემაში დაწეროთ (ან გახსნათ შეასბამისი თემა)
    გისურვებთ წარმატებებს!

    პასუხად: ფასადის დამათბუნებელი მასალები #2043

    მიშა
    მონაწილე

    პოლისტიროლი ქაფზე რას იტყვით, რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება გარე ფასადებზე ან შიდა გაერმოში?

ნაჩვენებია 7 შეტყობინება - 1 -დან 7 ჩათვლით (სულ 7)