შინ giorgi lotishvili

giorgi lotishvili

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 10 შეტყობინება - 1 -დან 10 ჩათვლით (სულ 10)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: შესწორებული წესები 2019 #2268

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    მადლობა ბატონო ვაჟა

    პასუხად: 2 კიბე #2190

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    გარედან მიდგმული კიბე არის გარე გასასვლელის გზა-კიბე. ასეთი კიბე შესაძლებელია იყოს თუ ნაგებობა არ აღემატება 8 სართულს და არ არის მაღლივი (1026,2). გარე გასასვლელი გზა კიბეებზე ყველა დეტალი წერია 1026 ქვეთავში.

    პასუხად: ლიფტის ფოიე #2189

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    რა თქმა უნდა თვითოეულ დეტალში გეთანხმები და მეც შესაბამისად ვაგეგმარებინებ ამ კომპონენტებს, თუმცა აღმოჩნდა ერთი არქიტექტორი, რომელმაც მომთხოვა ქვეთავებით დამემტკიცებინა მისთვის ის რასაც ვურჩევდი. აღმოჩნდა რომ კონკრეტული მითითებები ამ კუთხით არ არსებობს.

    მადლობა თამთა მოსაზრების გაზიარებისთვის. ვაფასებ შენს ნიჭიერებას.

    პასუხად: გარე კედლისადმი მოთხოვნები #2158

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    უგრმესი მადლობა თამთა.


    giorgi lotishvili
    მონაწილე

    ასეთ შემთხვევაში გასასვლელთან მისადგომი გზა-კარის განმარტების მიხედვით საცხოვრებელი ერთეულის ოთახებს შორისი კარიც ითვლება გასასვლელთან მისადგომ გზა-კარად და სართულზე ერთი ბინის არსებობის შემთხვევაშიც დერეფნის სიგრძე გასათვალისწინებელია. ალბათ ჯობია 1018.4-იდან სიტყვა “ერთზე მეტი” გაქრეს ან 1021.2(1) ცხრილს დაემატოს დერეფნის ათვლის წერტილსა და უშორესი წერტილს შორის მანძილის შეზღუდვები ავტოსაშხეფით და მის გარეშე.


    giorgi lotishvili
    მონაწილე

    მადლობას გიხდით რჩევისათვის. რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაც ეს იყო, ერთ გასასვლელიან სივრცეში ჩიხური დერეფანი ვერ განისაზღვრება, ამას ადასტურებს თქვენს მიერ მითითებული ქვეთავი (1018.4), თუმცა არქიტექტურის სამსახურიდან ეს ხარვეზი გამომივიდა (ჩემს დაექსპერტებულ პროექტზე AR1607713, რომლის გასასვლელების რაოდენობა განსაზღვრულია 1021.2(1) ცხრილის მიხედვით და მეორე სართულიდან ზემოთ ყველა სართული ერთი გასასვლელითაა). ვიფიქრე იქნებ ვცდებითქო და რაიმე სხვა მიდგომა არსებობს ამ კუთხითქო, ამის გამო დავსვი ეს კითხვა. თუმცა აღმოჩნდა რომ ხარვეზია შეცდომით დაწერილი.

    პასუხად: არქიტექტორთა ლიცენზირება #2112

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    გმადლობთ ბატონო ვაჟა.


    giorgi lotishvili
    მონაწილე

    უღრმესი მადლობა ბატონო სანდრო და ბატონო ვაჟა გონივრული რჩევისთვის. ეს ნაგებობა არის დიდი მალით (24 მეტრზე მეტით) და განეკუთვნება მეხუთე კლასს. შესაბამისად ნებართვის გამცემ ორგანოდ განიხილება ეკონომიკის სამინისტრო. მათთან გავიარე კონსულტაცია ამ საკითხზე და მითხრეს, რომ ორ საკადასტრო ერთეულად გაყოფა არავითარ პრობლემად არ მიაჩნიათ ღიობების მოწყობის კუთხით და რადგან ერთიდაიგივე მესაკუთრე ყავს და ერთმანეთის მომიჯნავეა შესაძლებელია ერთ ნაკვეთად განიხილებოდესო. (ტერიტორია რიალურად ერთი ეზოა). მეპატრონეს არ უნდა საკადასტრო ერთეულების გაერთიანება. არქიტექტორების სურვილია იმ კედელზე ღიობები მოეწყოს, ნებართვის გამცემი ორგანოც ამ საკითხზე თანახმაა და ჩვენ შუა რგოლი 41-ის კონსულტანტები ვცდილობდით რაიმე მეთოდით გვეპოვნა გამოსავალი რათა იმ ფასადზე ღიობები დაგვეშვა, თუმცა მგონი ეს არ გამოვა.


    giorgi lotishvili
    მონაწილე

    file:///C:/Users/Gogita/Desktop/eqspertizebi/giorgi%20merabaSvili/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/varianti%202/kitxva-Model.pdf

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2068

    giorgi lotishvili
    მონაწილე

    გამარჯობათ. მე ამ საკითხს შევხედავდი მწვანედ დაშტრიხული სივრცის ფუნქციის განსაზღვრის კუთხით. რიალურად რაში იქნება გამოყენებული ეს სივრცე? თუ ეს არის თავშეყრა რათქმაუნდა მივანიჭებდი თავშეყრის დაკავებულობას, თუ ეს არის საზაფხულო სივრცე და იმ სართულის საქმიან დაკავებულობებში მყოფი ხალხი სარგებლობს მხოლოდ – ამ შემთხვევაში დაკავებულობას საერთოდ არ მოვანიჭებდი. შესაძლებელია მიუდგე სხვა კუთხითაც – სივრცეს მიანიჭო რაღაც კონკრეტული დაკავებულობა და დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორი შეარჩიო სხვა. მაგ: რესტორნის დარბაზი და მისი სამზარეულო ორივე თვ-2-ია მაგრამ დაკ. დატირთვის ფაქტორი აქვს განსხვავებული. ან სწ-2 ერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საწყობი და მეორე შემთხვევაში ავტოსადგომი, აქაც განსხვავდება დაკავებულობის დატვირთვის ფაქტორები. ასეთ საკითხებში, რომლებიც კონკრეტულად არაა განსაზღვრული კანონში უნდა მიუდგე რომელიმე სხვა ფუნქციის მიმსგავსების მეთოდით და ეს ყველაფერი ექსპერტიზაში დაასაბუთო.

ნაჩვენებია 10 შეტყობინება - 1 -დან 10 ჩათვლით (სულ 10)