შინ Tamta Sulava

Tamta Sulava

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 11 შეტყობინება - 1 -დან 11 ჩათვლით (სულ 11)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: ლიფტის ფოიე #2187

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა გიორგი,

    1707.1 პუნქტის თანახმად 37 მეტრზე მაღალი შენობის ნებისმიერ იატაკს/სართულს უნდა ემსახურებოდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის მისადგომი ლიფტი. აღნიშნული ლიფტი და ლიფტის მომსახურე ფოიეს აუცილებლობა გამომდინარეა მაღლივ შენობებში ეფექტური ხანძარქრობისა და დაზარალებულთა სწრაფი ევაკუაციისათვის. თითოეულ სართულზე ლიფტის ფოიე ერთგვარი უსაფრთხო პუნქტია მეხანძრეებისა და მაშველებისათვის და სწორედ ამ პუნქტიდან ხორციელდება სართულის ხანძარსაშიში ადგილების ლიკვიდაცია. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ლიფტის ფოიესა და სართულს შორის უშუალო კავშირი უნდა იყოს როგორც ხანძრის ლიკვიდაციის, ასევე დაზარალებულთა ევაკუაციის კუთხით. გზა-კიბეში შემავალი კარი კი დამხმარე ინსტრუმენტია გზა-კიბის საზღვრებში მოქცეული მილდგარით სარგებლობის კუთხით. სახანძრო ლიფტები 37 მეტრზე მაღალ შენობებში ამ მიზნობრიობიდან გამომდინარე განისაზღვრა აუცილებლობად. უფრო დეტალური ინფორმაცია სახანძრო ლიფტებთან დაკავშირებით შეგიძლია მოიძიო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის გვერდზე (https://www.nist.gov/). გამომდინარე აქედან ჩემი მოსაზრებით სავალდებულოა ფოიესა და დერეფნის უშუალო კავშირი.

    რაც შეეხება სტანდარტული ლიფტის ფოიესა და გზა-კიბის ურთიერთკავშირს, გზა-კიბეში დასაშვებად მიიჩნევა დაკავებულო სივრცეებიდან მიდგომა და იკრძალება დაუკავებელი სივრცეებთან პირდაპირი კავშირი და ლიფტის კარის გაჭრა. წესებში და არც IBC-ში არაფერს ლაპარაკობენ ლიფტის მომსახურე ფოიესა და გზა-კიბის კავშირის შესაძლებლობაზე ან აკრძალვაზე. შესაბამისად აღნიშნული ვფიქრობ, რომ მსჯელობის საგანია, თუმცა მე პირადად გასასვლელ კომპონენტში კვამლის შეღწევის თავიდან არიდების მიზნით კიბესა და ლიფტის ფოიეს არ ვაკავშირებ ერთმანეთთან.


    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა ნატა,

    403-ე ქვეთავის მოთხოვნები ეხება მხოლოდ მაღლივ შენობებს. შესაბამისად თუ გაქვთ 4 სართულიანი ისეთი სახის შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 23 მეტზრე ზემოთ, ასეთ შემთხვევაში ორ გასასვლელ კიბეში შემავალი ორი გასასვლელის გზა-კარი ერთმანეთისაგან უნდა დააშოროთ 1015.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

    პასუხად: გარე კედლისადმი მოთხოვნები #2157

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა გიორგი,

    ვინაიდან შენობა გაქვს VB კონსტრუქციის, 601-ე ცხრილიდან გამომდინარე შენობის ელემენტებს არ მოეთხოვება ცეცხლმედეგობის ხარისხი, 602-ე ცხრილის შესაბამისად ხანძარსაწინააღმდეგო მანძილიდან გამომდინარე, არც გარე არამზიდი კედლისათვის არის საჭირო ცეცხლმედეგობის განსაზღვრა, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო 705.8 პუნქტის მე-2 გამონაკლისი, რომლის თანახმად შეუზღუდავი რაოდენობის დაუცველი ღიობები დასაშვებია შენობებში, რომელთა გარე მზიდ კედლებს, გარე არამზიდ კედლებსა და გარე მთავარ სტრუქტურულ ჩარჩოს არ მოეთხოვება, ჰქონდეს ცეცხლმედეგობის ხარისხი.


    Tamta Sulava
    მონაწილე

    გიორგი ჩიხი წარმოგექმნება მხოლოდ ისეთ სართულებზე, სადაც 2 გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა კარი გაქვს, 1018.4 პუნქტიც სწორედ ასე იწყება: “თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები”.

    შესაბამისად თუ გაქვს ისეთი ტიპის შენობა, რომლის სართულებსაც ერთი გასასვლელი ემსახურება, ასეთი სართულების მომსახურე დერეფანში ჩიხი არ წარმოიქმნება.

    პასუხად: თავშესაფრის ფართობი #2138

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა სანდრო,

    თავშესაფრის ფართობი განისაზღვრება ყოველი 200 ადამიანისთვის 1 ერთეულის სახით, ანუ 1-დან 200-მდე საჭიროა 1 თავშესაფრის ფართობის მოწყობა, ხოლო 201-დან 400-მდე 2 ერთეულის. აღნიშნული გამომდინარეობს ADA სტანდარტის მოთხოვნებით, რომლის საფუძველიც გახდა IBC-ში მსგავსი ჩანაწერის არსებობა.

    პასუხად: განიავება #2118

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა ლადო,

    გიზიარებ ლინკს სადაც გარკვეული სახის დიაგრამებია მოცემული მექანიკურ განიავებასთან მიმართებაში, შესაძლოა ზოგადი წარმოდგენის სახით გამოგადგეს. https://www.scdf.gov.sg/docs/default-source/scdf-library/fssd-downloads/hb_v5_ch7.pdf

    პასუხად: ფანჯრის ღიობები კიბეში #2109

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გამარჯობა ლადო,

    დასაზუსტებელია ფანჯრის ღიობის გამოჭრა სად გსურს, შიდა სივრცეში თუ გარე კედელში. ზოგადად ერთადერთი ღიობი, რომელიც დასაშვებია კიბის უჯრედში, ეს არის დაკავებული სივრცეებიდან გამომავალი და შემდგომ უკვე გარეთ გამავალი, შესაბამისი ცეცხლმედეგობის ხარისხის მქონე კარი. ფანჯრის ღიობების მოწყობა კიბის უჯრედში დაუშვებელია, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება გარე კედელზე გამოჭრილ ღიობებს, მთავარია გარე კედელზე მოწყობილ ღიობებთან მიმართებაში დაცული იყოს 1022.7 პუნქტის მოთხოვნა.

    მეტი თვალსაჩინოებისათვის გიკოპირებ IBC-ს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით: The only openings that are permitted in fire-resis­tance-rated enclosures for exit stairways or ramps are doors that lead from normally occupied spaces into the enclosure and doors leading out of the enclo­sure to the outside. This restriction on openings essentially prohibits the use of windows in an exit enclosure except for those exterior windows that are not exposed to any hazards. This requirement is not intended to prohibit windows or other openings in the exterior walls of the exit enclosure. The verbiage “unprotected exterior openings” includes windows or doors not required to be protected by either Section 705.8 or 1022.7. The only exception would be window assemblies that have been tested as wall assemblies in accordance with ASTM E 119 or UL 263. The objective of this provision is to minimize the possibility of fire spreading into an enclosure and endangering the occupants or even preventing the use of the exit at a time when it is most needed. The limitation on openings applies regardless of the fire protection rating of the opening protective. The limita­tion on openings from normally occupied areas is intended to reduce the probability of a fire occurring in an unoccupied area, such as a storage closet. which has an opening into the stairway, thereby pos­sibly resulting in fire spread into the stairway. Other spaces that are not normally occupied include, but are not limited to, toilet rooms, electrical/mechanical equipment rooms and janitorial closets.

    პასუხად: ფასადის დამათბუნებელი მასალები #2058

    Tamta Sulava
    მონაწილე

    37 მეტრზე მაღალ მაღლივ შენობებთან მიმართებაში ცალკე თემა გახსენით და იქ განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, თემების აღრევა, რომ არ მოხდეს ერთმანეთში.

    პასუხად: სახანძრო მილდგარი #1941

    Tamta Sulava
    მონაწილე

    დაწნევის სისტემის არსებობისას გზა-კიბის ყველა კარის დახურვისას კიბის უჯრედში უნდა შეიქმნას მინიმუმ 25 პა და მაქასიმუმ 87 პა წნევა. შესაბამისად კიბის უჯრედში დაწნევის სისტემის არსებობა მოითხოვს, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კიბის უჯრედის ყველა კარი იყოს დახურული შესაბამისი ერთეული წნევის შესაქმნელად. თუ მილდგარებს კიბის უჯრედში განათავსებთ და ამ მილდგარებით სარგებლობა მოუწევს მეხანძრეს, კიბის კარი ხანძრის დროს გაღებულ მდგომარეობაში იქნება, რაც ვერ უზრუნველყოფს კიბის უჯრედში შესაბამისი პასკალი წნევის შექმნას. ამიტომაც არის ჩანაწერის 905.4 პუნქტში იმის თაობაზე, რომ სახელოს მისაერთებელი უნდა მდებარეობდეს იატაკებს შორის არსებულ შუალედურ დონეზე, თუ სხვაგვარად შეთანხმებული არაა სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან; შესაბამისად თუ სახანძრო სამსახურმა მილდგარების ადგილმდებარეობა კიბის შუალედურ ბაქანზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მილდგარების მათთვის ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა უნდა განსაზღვროს.

    პასუხად: კიბის მარშის სიგანე #1938

    Tamta Sulava
    მონაწილე

    გზა-კიბის გამტანუნარიანობის გამოსათვლელად დაკავებულობის დატვირთვა უნდა გამრავლდეს 7,6მმ-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა არ არის დაყენებული) ან 5,1 მმ.-ზე (თუ შენობაში ავტოსაშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა დამონტაჟებულია). მიღებული მაჩვენებელი არის ის სიგანე, რაც საჭიროა ხალხის ევაკუაციისათვის. თუმცა თუ შენობას ემსახურება 2 ან ორზე მეტი კიბე, შესაძლებელია მიღებული მაჩვენებელი გაიყოს 2-ზე ან იმ რაოდენობაზე, რამდენი კიბის უჯრედიც ემსახურება სართულს, მთავარია, რომ ერთი გასასვლელის გაუქმებამ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობა აუცილებელი გამტარუნარიანობის 50%-ზე ნაკლებად არ შეამციროს.

    თუ ზემოაღნიშნული გამოთვლით მიიღებთ 1,10 მეტრზე ნაკლებ ზომას, აუცილებელი მინიმალური მოთხოვნა 1,10 მეტრის სახით მაინც უნდა დაიცვათ. 1,10 მეტრი უნდა განისაზღვროს მოაჯირებს შორის ან მოაჯირის კიდიდან კედლის კიდემდე. თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ 1007.3 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ თუ კიბეს გამოიყენებთ აუცილებელ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებად, ასეთი კიბის თავისუფალი სიგანე სახელურებს შორის უნდა გაუტოლდეს 1,20 მეტრს. (#41-ში 1,20 მეტრი მოთხოვნილია მოაჯირებს შორის, თუმცა IBC-ს ორიგინალი ვერსია 1,20 მეტრს გვავალდებულებს სახელურებს შორის, შესაბამისად მე პირადად 1,20 მეტრს სახელურებს შორის ვაცვევინებ).

    პასუხად: კარის ზომები #1936

    Tamta Sulava
    მონაწილე

    კარის გამტანუნარიანობის გამოსათვლელად დაკავებულობის დატვირთვა უნდა გაამრავლოთ 5,1მმ.-ზე (თუ შენობაში საშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა არაა დაყენებული) ან 3.8 მმ.-ზე (თუ შენობაში საშხეფი სისტემა და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა დაყენებულია). თუ აღნიშნული გამოთვლით მიღებული მაჩვენებელი 82 სმ-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში მაინც მინიმალური მოთხოვნით უნდა იხელმძღვანელოთ 82 სმ-ის სახით. 82 სანტიმეტრი არის 90 გრადუსით გაღებული კარის სუფთა სიგანე, კარის ფრთისა და ჩარჩოს გარეშე.

    რაც შეეხება კარის სუფთა მინიმალურ სიმაღლეს, იგი უტოლდება 2,05 მეტრს.

    მინიმალური სიგანისადმი მოთხოვნები არ ვრცელდება სც2 და სც3 ჯგუფის დაკავებულობებში ისეთი კარისადმი, რომელიც აუცილებელი გასასვლელი საშუალების ნაწილი არ არის.

ნაჩვენებია 11 შეტყობინება - 1 -დან 11 ჩათვლით (სულ 11)