შინ ვაჟა კუხიანიძე

ვაჟა კუხიანიძე

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 14 შეტყობინება - 31 -დან 44 ჩათვლით (სულ 44)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2101

    1004.6 რამდენიმე დაკავებულობა. თუ შენობა მოიცავს ორ ან ორზე მეტ დაკავებულობას, შენობის თითოეული ნაწილისათვის გამოიყენება გასასვლელი საშუალებებისათვის არსებული ის მოთხოვნები, რომლებიც ამ სივრცეში არსებული დაკავებულობებისთვისაა განსაზღვრული. თუ ორი ან ორზე მეტი დაკავებულობა იყენებს ერთი და იმავე გასასვლელი საშუალებების სისტემის ნაწილებს, ამ გასასვლელის კომპონენტები ყველა დაკავებულობისათვის (რომელსაც ემსახურება) არსებულ უფრო მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2100

    მიშა, ახალი კითხვის დასასმელად და საპასუხოდ სჯობს შეიქმნას ახალი კითხვის შესაბამისი თემა. მაგალითად დასმული კითხვისთვის – თემა „დაკავებულობის დატვირთვი ანგარიში“

    პასუხად: სპირალური კიბე #2098

    თუ აუცილებელია ორი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბე და სპრალური კიბე დამატებითია, მითითებული ზომების შესაძლებელია გაკეთდეს.

    ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი იზომება – მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, სადაც იგი სხვა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება (სამეზობლო საზღვრიდან) და საზოგადოებრივი გამყენების გზის შუა ხაზიდან, სადაც მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ სივრცეს ესაზღვრება.
    ცალკეული მიწის ნაკვეთი არის მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი და არ აქვს მნიშვნელობა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი იმავე მესაკუთრისაა თუ სხვისი. თუ ერთიდაიგივესია შეუძლიათ გააერთიანონ, სკოლისთვის თავშესაფრის ფართობიცაა საჭირო!

    პასუხად: გზა-დერეფანი #2089

    გეგმაზე არსებული დერეფანი (ლურჯ ფერში) არ არის გზა-დერეფანი და არის ჩვეულებრივი დერეფანი, რომელიც აკავშირებს სამ გასასვლელის გზა-კიბეს, რომლებიდანაც ორი პირდაპირ გარეთ უნდა გადიოდეს, ერთი შესაძლებელია ვესტიბულის გავლით გავიდეს გარეთ.

    პასუხად: ავტოსადგომი გარაჟი #2086

    4 მეტრიანი დაცილება სწორადაა ნაჩვენები ნახაზზე ვარიანტი 2-ში

    საქარხნო-სამრეწველო ჯგუფ სმ-1-ად – საკვები პროდუქტების გადამუშავებას და კომერციულ სამზარეულოებს, რომლებიც არ ეკუთვნის რესტორნებს, კაფეებსა და მსგავს დაწესებულებებს.

    პასუხად: ავტოსადგომი გარაჟი #2081

    კი

    პასუხად: ავტოსადგომი გარაჟი #2079

    ნახაზზე სწორადაა ნაჩვენები 4 მეტრიანი დაცილება.ხოლო საავტომობილო გზის მიმართ ავტოსადგომის დახრის კუთხე არასწორადაა ნაჩვენები, დახრის კუთხე 45 გრადუსიც არ არის.

    პასუხად: ავტოსადგომი გარაჟი #2077

    მინიმალური სიგანე 4 მეტრი არის უმოკლესი მანძილი ორ მოპირდაპირე ავტოსადგომს შორის

    თუ ბავშვებს/არასრულწლოვნებს ეხება ალბათ სგ ჯგუფად. (305.2 ჯგუფი სგ, საბავშვო ბაღები) დედანში არის შემდეგნაირად (305.2 Group E day care facilities).
    ხოლო თუ ზრდასრულებს ალბათ სქ ჯგუფად.

    აივანი რომელიც გადახურულია შედის. მაგალითად აივნის თავზე თუ აივანია შედის ფართობში თუ არა რ შედის.

    იატაკის მთლიანი (საერთო) ფართობი-დან – შენობის ან მისი ნაწილის იატაკის ფართობი, რომელიც არაა შემოზღუდული გარე კედლებით, მიიჩნევა სახურავის თარაზული ნაშვერის ან ზემოთა იატაკის ქვეშ მდებარე გამოყენებულ ფართობად.

    კი, სართულის მაქსიმალური ფართობი თვლება იატაკის მთლიანი ფართობის შესაბამისად.

    იატაკის მთლიანი (საერთო) ფართობი. შენობის გარე კედლების შიგა პერიმეტრის საზღვრებში მოქცეული იატაკის ფართობი, რომელშიც შედის: დერეფნები, გზა-კიბეები, საკუჭნაოები, შიგა კედლების სისქე, სვეტები ან სხვა ნაწილები, მაგრამ არ შედის სანიავებელი შახტები და შიგა ეზოები. შენობის ან მისი ნაწილის იატაკის ფართობი, რომელიც არაა შემოზღუდული გარე კედლებით, მიიჩნევა სახურავის თარაზული ნაშვერის ან ზემოთა იატაკის ქვეშ მდებარე გამოყენებულ ფართობად. იატაკის მთლიან (საერთო) ფართობში არ შედის ღიობების არმქონე შახტები ან შიგა ეზოები.

    პასუხად: ცხრილი 1021.2 (2) #2051

    ერთი გასასვლელის შემთხვევაში გასასვლელი პირდაპირ გარეთ უნდა გადიოდეს.

ნაჩვენებია 14 შეტყობინება - 31 -დან 44 ჩათვლით (სულ 44)