შინ ვაჟა კუხიანიძე

ვაჟა კუხიანიძე

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 1 -დან 15 ჩათვლით (სულ 44)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • პასუხად: ავტოსაშხეფი და ჩიხური დერეფანი #2358

    “2. 2023 წლის 1 აპრილამდე სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის საცხოვრებელ ერთეულებში (ბინებში) ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება აუცილებელი არ არის.” – ეხება მხოლოდ ბინებს.

    პასუხად: სახანძრო მანქამის მისადგომი #2264

    არამაღლივი მრავალბინიანი შენობისათვის, თუ თითოეული სართულისთვის ორი გასასვლელია (მაგალითად ორი კიბე), ეზოს მხრიდან სახანძრო მანქანის მისადგომობა ამ წესებით არ მოითხოვება.

    პასუხად: შესწორებული წესები 2019 #2263

    გიორგი, შესწორებული შეგიძლია გადაიწერო ამ ვებგვერდიდან

    პასუხად: პარაპეტი #2215

    შენობას უნდა ჰქონდეს თუ არა პარაპეტი განისაზღვრება ქვეთავი 705.11 პარაპეტები-ის შესაბამისად.

    პასუხად: კვამლის საკონტროლო სისტემა #2211

    როდესაც ვესტიბული კვამლის საკონტროლო სისტემის ნაწილია, მასში ლიფტი არ უნდა გადიოდეს, რათა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი კვამლის კონტროლი.

    „ლიფტები არ უნდა იღებოდეს შიგა გასასვლელის გზა-კიბეებისა და პანდუსებისკენ“ – ვესტიბული შიგა გასასვლელის გზა-კიბის ნაწილია.

    პასუხად: კვამლის საკონტროლო სისტემა #2209

    ზოგადად,მაღლივ შენობაში შემოზღუდულ კიბის უჯრედში ლიფტი არ უნდა გამოდიოდეს. ვესტიბული თუ შემოზღუდული კიბის ნაწილია არც ვესტიბულში.

    სასამართლოს დამხმარე მსჯავრდებულთა საკნები არის დაწესებულებითი ჯგუფი, ხოლო კონკრეტულად დიდი ალბათობით დწ-3, რადგან არის დაშვება, რომ შესაძლებელია მიეკუთვნოს იმ ჯგუფს რომელსაც ყველაზე მეტად ჰგავს.

    1. 907.4.2 სახანძრო განგაშის ხელით სამართავი კოლოფების შესაბამისად

    პასუხად: გზა-კიბის უჯრედში ფანჯრის/ვიტრაჟი ღიობი #2200

    შემოზღუდული გზა-კიბის გარე კედლისადმი მოთხოვნები ხანძარსაწინააღმდეგო მანძილზე და მომიჯნავე კელის განთავსების კუთხეზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია 602 და 705.8 ცხრილები. 5,5 მეტრი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილის შემთხვევაში ვიტრაჟი უნდა იყოს 1 სთ ცეცხლმედეგობის 602 ცხრილის შესაბამისად, ხოლო ვიტრაჟის ის ნაწილი რომელის იღება 25%-ი 705.8 ცხრილის შესაბამისად, რადგან კიბის უჯრედში ავტოსაშხეფი სისტემა არ აუცილებელი არ არის. ამასთანავე დაწნევის შემთხვევაში, რა იქნება საჭირო გასათვლელია შესაბამისი სპეციალისტის მიერ.

    907.2.8 ჯგუფი სც-1. სახანძრო განგაშის სისტემები უნდა დააყენონ სც-1 ჯგუფის დაკავებულობებში 907.2.8.1 – 907.2.8.3 ქვეთავის მიხედვით.
    – 907.2.8.1 სახანძრო განგაშის ხელით სამართავი სისტემა. (საჭიროა შენობაში)
    – 907.2.8.2 კვამლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა. (მემგონი საჭიროა ნომერშიც)
    – 907.2.8.3 კვამლზე მორეაგირე მაუწყებელი. (საჭიროა ნომერში)

    907.2.13 მაღლივი შენობები. მაღლივ შენობებში კვამლის ავტომატური აღმომჩენი სისტემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 907.2.13.1 ქვეთავის შესაბამისად, სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან კავშირის სისტემა – 907.2.13.2 ქვეთავის შესაბამისად და საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემა – 907.5.2.2 ქვეთავის შესაბამისად.

    906.1 სადაც საჭიროა. ხელის ცეცხლმაქრები უნდა განთავსდეს შემდეგ ადგილებში.

    მხედველობითი განგაში მისაწვდომობის ნაწილია

    ავტოსაშხეფი სისტემა მთლიანადაა საჭირო

    კიბეზე საჭიროა სახანძრო მილდგარი. შესაძლოა სახანძრო მილდგარი დერეფანშიც იყოს საჭირო, იმისათვის, რომ წყლის ჭავლი ყველგან მიწვდეს.

    განიავების სისტემა კვამლის გაწოვასთანაცაა კავშირში და ყურადღებამისაქცევია!

    პასუხად: საჩრდილობელი (საძროხე) #2178

    ქვეთავი 312 – დამხმარე და სხვადასხვა დანიშნულების ჯგუფი დს
    312.1 ზოგადი. დამხმარე დანიშნულების შენობები, ნაგებობები და სხვადასხვა ნაგებობა, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ კლასს, უნდა აიგოს, აღიჭურვოს და შენარჩუნდეს წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მათი დაკავების დროს ხანძრისა და სიცოცხლისათვის შესაძლო საფრხის გათვალისწინებით. დს ჯგუფი მოიცავს შემდეგს, მაგრამ არა მხოლოდ:

     სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებს;

     საქონლის სადგომს;

    მოიცავს, და არის დს ჯგუფი.
    უნდა გაითვალისწინოთ ის რაც დს ჯგუფის დაკავებულობას ეხება.

    ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები სხვადასხვანაირია და სხვადასხვაგვარი გამოყენება აქვს, გეგმები რომ დადოთ შესაძლო იქნება შეფასება!

    პასუხად: ბინების გამმიჯნავი კედლები #2154

    აივნის გამიჯვნა არც არის აუცილებელი, როდესაც მომიჯნავე ბინის გარე კედლები ერთმანეთთან ქმნის 180 ან მეტგრადუსიან კუთხეს.

    პასუხად: ეზოები ან შიგა ეზოები. #2152

    1206.1 ზოგადი. ეს ქვეთავი ეხება ეზოებსა და შიგა ეზოებს, რომლებიც ესაზღვრება ბუნებრივი განათების ან განიავების უზრუნველმყოფ გარე ღიობებს. ასეთი ეზოები და შიგა ეზოები უნდა მდებარეობდეს იმავე საკუთრებაზე, რომელზეც დგას შენობა. შესაბამისად საზოგადოებრივი გზა ვერ იქნება შიგა ეზო ან მისი ნაწილი. რაც შეეხება სერვიტუტს – სერვიტუტი ყოველთვის არის რომელიმე მიწის ნაკვეთის ნაწილი და სერვიტუტის შიგა ეზოდ ან მისი ნაწილად გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს რომელზეც სერვიტუტია დადებული.

    გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი. დაკავებული ოთახიდან, ფართობიდან ან სივრციდან გამომავალი კარი ან მისადგომი წერტილი გასასვლელისკენ სავალი გზის გასწვრივ. ამ კარიდან გასასვლელი გზა შედის გამავალ ოთახში, დერეფანში, გასასვლელთან მისადგომის კიბეზე ან გასასვლელთან მისადგომის პანდუსზე.

    ერთი გასასვლელთან მისადგომის გზა-კარის არსებობა სართულზე ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ ჩიხური დერეფნისადმი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები თითქმის ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებელია.

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 1 -დან 15 ჩათვლით (სულ 44)