შინ ვაჟა კუხიანიძე

ვაჟა კუხიანიძე

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 16 -დან 30 ჩათვლით (სულ 44)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • 1018.4 ჩიხები. თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები.

    გასასვლელთან მისადგომის გზა-კარად შესაძლოა განხილულ იქნას ბინიდან გამოსასვლელი კარი, შესაბამისად თუ სართულზე ერთ ბინაზე მეტია გასათვალისწინებელია 1018.4 ქვეთავის მოთხოვნები.

    ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საშხეფი სისტემა მრავალბინინ შენობებში IBC-ში მთლიანად მოითხოვება, ჩვენთან კი ეს ამოღებულ იქნა და 37 მეტრამდე არ მოითხოვება.

    წესებში სამი სართულის შემდეგ იყო ორი კიბე მოთხოვნილი და მისი შეცვლა მოხდა საბჭოთა ცნობიერებიდან გამომდინარე (რვა სართულის ჩათვლითაა დასაშვები მრავალბინინაისათვის), თანაც ნაჩქარევად. შესაბამისად რამდენად სწორია, მაგალითად, მეშვიდე სართულზე ჩიხური დერეფნის არგათვალისწინება უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთავარი ხომ უსაფრთხოებაა. მესამე სართულიდან თავდაღწევის შესაძლებლობა მაღალია, ხოლო უფრო მაღალი სართულებიდან ბევრად რთულდება. ამიტომ არ მგონია, რომ ხარვეზი იყოს.

    ჩიხურ დერეფნებთან მიმართებაში დაცული უნდა იყოს წესების (1018.4 ჩიხები) შესაბამისი მოთხოვნები (6 ან 15 მეტრი ან შესაბამისი თანაფარდობა) და 1021.2(1) ცხრილს ჩიხურ დერეფანთან არავითარი კავშირი არ აქვს.

    ალბათ თავშეყრის ჯგუფი უნდა იყოს

    პასუხად: უსაფრთხო ადგილები #2133

    წესებში არ არის მაგის ალტერნატივა, მემგონი ერთადერთი გზაა შეიცვალოს, შესაძლოა დაზუსტდეს ეგ ჩანაწერი. საგულისხმოა, რომ დედანში ეგეთი ჩანაწერი არ არის, ეგ ჩანაწერი ერთ-ერთი უწყების მოთხოვნით გაკეთდა და შესაძლოა ჩვენი სინამდვილის გათვალისწინებით დაზუსტდეს.

    თუ სართულს მოეთხოვება ორი გზა-კიბე და აქვს მესამე კიბე, მესამე კიბე დამატებითია და შესაძლოა რომელიმე გასასვლელთან ერთად გავიდეს გარეთ, ხოლო თუ სართულს მოეთხოვება სამი გზა-კიბე, ყოველი მათგანი გარეთ დამოუკიდებლად უნდა გავიდეს.

    გეთანხმები, წესებშიც შესაბამისად წერია

    909.20.3 ალტერნატივა ბუნებრივი განიავებით. 909.19.3.1 – 909.19.3.3 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას ბუნებრივი საშუალებებით.
    909.20.3.2 ვესტიბიულის კარი. თუ გზა-კიბეზე გასასვლელი ვესტიბიულიდანაა, ვესტიბიულის კარი ცეცხლმედეგი უნდა იყოს და შეესაბამებოდეს 715.4 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ანაწყობის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი, 716.5 ქვეთავის მიხედვით, არ უნდა იყოს 20 წუთზე ნაკლები.

    909.20.4 ალტერნატივა მექანიკური განიავებით. 909.19.4.1 – 909.19.4.4 ქვეთავების დებულებები ეხება კვამლისგან დაცული შემოზღუდული სივრცეების განიავებას მექანიკური საშუალებებით.
    909.20.4.1 ვესტიბიულის კარები. შენობიდან ვესტიბიულში გასასვლელი კარის ანაწყობი უნდა იყოს ცეცხლმედეგი და შეესაბამებოდეს 716.5.3 ქვეთავს. ვესტიბიულიდან გზა-კიბეზე გასასვლელი კარის ცეცხლისაგან დაცვის ხარისხი არ უნდა იყოს 20 წთ-ზე ნაკლები და უნდა აკმაყოფილებდეს კვამლგაუმტარი კარის მიმართ არსებულ მოთხოვნებს, 716.5.3 ქვეთავის შესაბამისად. კარი უნდა დააყენონ NFPA 105-ის შესაბამისად.

    პასუხად: სენდვიჩპანელები #2125

    გამარჯობა

    ქვეთავი 202 – განმარტებებში წერია რა არის ლითონშემცველი მასალა – ლითონშემცველი მასალა. ქარხნული წარმოების პანელი, რომლის პლასტმასის გული ორივე მხრიდან ლითონითაა დაფარული. სენდვიჩპანელია და ასეთი მასალის გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია 1407 ქვეთავის მოთხოვნები.

    პასუხად: კარის ცეცხლმედეგობა #2122

    გამარჯობა,

    კიბის უჯრედის შახტში ჩყენებული კარი 90 წუთიანი ცეცხლმედეგობის ხარისხის უნდა იყოს, რადგან კიბის უჯრედის შემომზღუდავს მოეთხოვება 2 საათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხი. ცეცხლმედეგობის ხარისხი ნიშნავს მინიმალურ ცრცხლმედეგობას, ხოლო კელის მინიმალურზე მეტი ცეცხლმედეგობის შემთხვევაში კარის ცეცხლმედეგობის კედლის მინიმალური ცეცხლმედეგობის მიხედვით განისაზღვრება.

    ლიფტის შახტის კარს ცეცხლმედეგობის ხარისხი არ მოეთხოვება, რადგან საგანგებო ვითარებისას ლიფტი არ გამოიყენება, მაგრამ ლიფტის შახტის გავლით არ უნდა გავრცელდეს კვამლი, რისთვისაც მაგალითად საჭიროა ლიფტის შახტში დაწნევის სისტემა.
    განსხვავებულია სახანძრო-სამაშველო ლიფტი, რომელსაც სჭირდება ფოიე, სადაც ფოიეს შემომზღუდავი კედლის ცეცხლმედეგობის ხარისხი 2 საათი, ხოლო კარის 90 წუთი უნდა იყოს.

    პასუხად: Green facade #2120

    თამთა, უპირველესყოვლისა ალბათ გარე კედლის გარეთა მხარეს აუცილებელი იქნება 1404.2-ის შესაბამისი წყალმედეგი ზღუდე და 1405.4-ის შესაბამისი ჰიდროიზოლაცია, რათა წყალმა და ნესტმა გარე კედლის სტრუქტურაში ვერ შეაღწიოს.

    რაც შეეხება გარე კედლის გარე საფარს, ჩემი აზრით მწვანე ფასადი ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს 1405.11-ის შესაბამის ლითონის საფარებს, რადგან ორივე გარე კედლიდან (მაგალითად წყალმედეგი ზღუდიდან) დაცილებულია სამაგრების მეშვეობით (სამაგრების კედლის საყრდენ ნაწილთან დამაგრების ადგილებსაც ნესტსაწინააღმდეგო დაცვა უნდა, რაც მოცემულია 1405.11-ში). ლითონის საფარის მაგივრად იქნება ლითონის ბადე, ბადეს კი დაეყრდნობა გამწვანება. სავარაუდოდ განსხვავებული იქნება მწვანე ფასადის წონა და შესაბამისად ჩამაგრების მეთოდი, რისთვისაც ალბათ საჭირო იქნება სტრუქტურის ინჟინერი ან/და სათანადო სტანდარტი.

    უფრო ზუსტად მწვანე ფასადის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა იყოს „international green construction code“-ში.

    პასუხად: განიავება #2116

    კიბეს, კიბის ვესტიბულს, ლიფტის ფოიეს (ტამბურს) და დერეფანს, ასევე შენობის სხვა სივრცეებს მაგალითად ბინას სჭირდებათ განიავება, განიავების სისტემა თითოეულისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. განიავება უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური, თუ ბუნებრივი არასაკმარისია უნდა დაემატოს ხელოვნურიც.
    მაგალითად კიბეს და კიბის ვესტიბულს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განიავება, განიავების სისტემის ამოცანაა ჩვეულებრივ მდგომარეობაში სათანადო ჰაერით უზრუნველყოს თითოეული სივრცე და კვამლის გაჩენის შემთხვევაში მოახდინოს კვამლის გაწოვა, უპირველესყოვლისა კვამლის გაწოვა საჭიროა კიბის ვესტიბულისათვის, რათა მეტად იყოს დაცული კიბე კვამლისაგან.

    პასუხად: არქიტექტორთა ლიცენზირება #2107

    გიორგი, მე რამდენადაც ვიცი, არქიტექტორთა ლიცენზირება ან სერტიფიცირება (არ ვიცი ზუსტად რა ერქმევა) შესაძლოა დაიწყოს თბილისში შემდეგი 2019 წლიდან და 2020 წლიდან გავრცელდეს მთელს საქართველოზე. სავარაუდოდ იქნება სახელმწიფო გამოცდა, რომელიც ჩატარდება საგამოცდო ეროვნულ ცენტრში (ალბათ ერთი წლის განმავლობაში იქნება სულ მცირე ორჯერ), მას აქვს მსგავსი გამოცდელება და იგი ატარებს გამოცდებს, მაგალითად ადვოკატებისთვის და ექიმებისთვის.
    გამოცდებისთვის შესამუშავებელი იქნება ტესტები. რის სფუძველზე შემუშავდება ტესტები და როგორი იქნება არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ტესტების შემუშავების საფუძველი უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობა და მათ შორის ტექნიკური რეგლამენტები.
    ზოგადად სპეციალისტის სერტიფიცირების/ლიცენზირების მიზანია პასუხისმგებელი პროფესიონალის/სპეციალისტის გაჩენა და არ არის აუცილებელი ყველა პროფესიონალს ჰქონდეს სერთიფიკატი, სერთიფიკატი დასჭირდება მას ვისაც უნდა რომ იყოს პასუხისმგებელი პირი, მაგალითად ხელმოწრით ადასტურებს რომ შენობის პროექტი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სავარაუდოდ, სანებართვო პროექტს ვერ მიიღებს ნებართვის გამცემი, თუ არაა მასზედ სერტიფიცირებული არქიტექტორის ხელმოწერა, ასევე სერტიფიცირება იქნება საჭირო ექსპერტისათვის და სანებართვოს შესაბამისი სპეციალისტისთვის.
    სერტიფიიცირება/ლიცენზირება არ უნდა იყოს და ალბათ არ იქნება საჭირო ყველა არქიტექტორისთვის, სერტიფიიცირება/ლიცენზირება აუცილებელი იქნება იმისთვის ვისაც უნდა რომ იყოს პასუხისმგებელი არქიტექტორი, მაგალითად საპროექტო ოფისში სადაც მუშაობს ცოტა ან ბევრი არქიტექტორი სერთიფიკატი შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს.

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2105

    ფორუმზე გარკვეული წესრიგისათვის სჯობს შექმნათ ცალკე თემა „დაკავებულობის დატვირთვის ანგარიში“ ან „დაკავებულობის დატვირთვა“

    პასუხად: დამკავებელთა რეალური რაოდენობა #2104

    ეს არ არის თემა „დამკავებელთა რეალური რაოდენობა“ იმიტომ რომ კითხვა დასვით დაკავებულობის დატვირთვის ანგარიშის შესახებ. დამკავებელთა რეალური რაოდენობა და დაკავებულობის დატვირთვის ანგარიში სხადასხვა საკითხია!
    სჯობს შექმნათ ცალკე თემა „დაკავებულობის ხდათვირთვის ანგარიში“

ნაჩვენებია 15 შეტყობინება - 16 -დან 30 ჩათვლით (სულ 44)