შინ VERA ZAGASHVILI

VERA ZAGASHVILI

by

შეტყობინებები თემებში

ნაჩვენებია 7 შეტყობინება - 1 -დან 7 ჩათვლით (სულ 7)
  • ავტორი
    შეტყობინებები
  • VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    დიდი მადლობა ბატონო ვაჟა

    პასუხად: მაღლივი შენობები 37 მეტრის ზევით #2062
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    გამარჯობა დავით,
    სახანძრო-სამაშველო ლიფტის ფოიე უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ გზა-კიბეს. ანუ გამოდის, რომ ერთ-ერთ გზა-კიბეს ექნება ორი კარი, რომლიდანაც ერთით დაუკავშირდება კიბის ვესტიბიულს, ხოლო მეორეთი სახანძრო-სამაშველო ლიფტის ფოიეს.

    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    სანდრო, ვინაიდან პროექტირების ეტაპზევე ვითხოვთ დაკავებულ სივრცეებში ავეჯის გამოხაზვას, გასასვლელამდე მისადგომი სავალი მანძილებიც თავისთავად დაგვაქვს ავეჯის გეგმარების გათვალისწინებით, რაც ლოგიკურია, თუმცა ვფიქრობ, რომ ვინაიდან ავეჯის განლაგების სქემა სამომავლოდ უცნობია და მუდმივად ცვალებადია, თავდაპირველადვე გამოთვლის დონეზევე თუ ვიანგარიშებთ მაქსიმალურ მანძილებს (ანუ კედლებს გავაყოლებთ) არ იქნება ურიგო.

    ასევე ვფიქრობ, რომ ისეთ სივრცეებში, როგორიცაა დერეფნები, ჰოლები, საზაფხულო ფართები, ასევე ისეთი სპეციფიური სივრცეები, რომლებიც შესაძლებელია არ იყოს აღჭურვილი ავეჯით, გასასვლელამდე სავალი მანძილები შესაძლებელია გადაიკვეთოს დიაგონალურად.

    რაც შეეხება მითითებულ ხარვეზს, ვინაიდან წესებში არ არის მსგავსი სახის ჩანაწერი (ანუ არ არის განსაზღვრული თუ რა სახით უნდა მოხდეს ავეჯთან მიმართებაში სავალი მანძილის გაზომვა), ვფიქრომ რომ შეგიძლია დაიცვა შენი პოზიცია.

    პასუხად: ცხრილი 1021.2 (2) #2056
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    ბატონო ვაჟა, სანდრო, დიდი მადლობა კომენტარებისთვის და დაკვალიანებისთვის.

    მე აღნიშნულ მოსაზრებამდე მივედი 1021.2 პუნქტის პირველი გამონაკლისიდან, კერძოდ: “დასაშვებია, 1015.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილ ოთახებს, ფართობებსა და სივრცეებს, რომელთა გასასვლელები შენობიდან გამოსასვლელის დონეზეა და პირდაპირ გარეთ გადის, ემსახურებოდეს ერთი გასასვლელი”. ანუ მაგალითისთვის თუ პირველ სართულზე (შენობიდან გამოსასვლელის დონეზე) მაქვს სწ დაკავებულობის ჯგუფი მაშინ გამოვიყენებდი ქვედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს, რომლის დაკავებულობის დატვირთვა ასევე ემთხვევა 1015.1 ცხრილში დაფიქსირებულს, ხოლო თუ სწ ჯგუფის მქონე სივრცე განთავსებულია მიწის დონის ქვედა სართულზე და აღნიშნული შენობიდან გამოსასვლელს უკავშირდება გასასვლელი გზა-კიბის საშუალებით, მაშინ გამოვიყენებდი ზედა გრაფაში დაფიქსირებულ სწ ჯგუფს.

    p.s სანდრო ასევე ლოგიკურად მიმაჩნია შენი მოსაზრება დაკავებულობის დატვირთვის მატების შემთხვევაში სავალი მანძილის შემცირების მოთხოვნასთან მიმართებაში.

    მადლობა

    პასუხად: ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი #1948
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    ერთ მიწის ნაკვეთზე ორ შენობის შემთხვევაში წარმოსახვითი ხაზი იქ უნდა გავავლოთ სადაც გვაწყობს (ანუ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ცენტრში გავატაროთ), თუმცა შეგვიძლია შენობები განვიხილოთ ერთი შენობის ნაწილებად და მათ შორის არ გავავლოთ წარმოსახვითი საზღვარი, თუ მათი საერთო ფართობი არ გაცდება 503 ცხრილში განსაზღვრულ მაჩვენებლებს. ასევე იმ შემთხვევაში თუ შენობებს სხვადასხვა კონსტრუციის ტიპი აქვთ მინიჭებული (მაგალითად ერთი შენობაა არის ხის, ხოლო მეორე რკინაბეტონის კონსტრუქციის), უფრო მკაცრი კონსტრუქციის ტიპის მიხედვით უნდა განვიხილოთ.
    იმ შემთხვევაში თუ შენობებს განვიხილავთ ერთი შენობის ნაწილად,მაშინ მიუხედავად იმისა, რომ შენობები ერთმანეთისგან დაშორებული იქნება გარკვეული მანძილით, 508.4 ცხრილი მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ 508.4 ცხრილი უფრო მკაცრ მოთხოვნებს წაგვიყენებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს კიდეც შენობებს შორის წარმოსახვითი საზღვარის გავლება.

    პასუხად: გასავლელები #1946
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    დიდი მადლობა სანდრო. იმაში მეც გეთანხმებით, რომ ურიგო არ იქნება დიდი ფართის მქონე ოთახებში და სივრცეებში განიერი გასავლელების მოწყობა.

    პასუხად: გასავლელები #1944
    VERA ZAGASHVILI
    VERA ZAGASHVILI
    მონაწილე

    სანდრო, გეთანხმებით, რომ 1017.5 პუნქტში ცალსახად ეგრე წერია, თუმცა 1017.3 პუნქტის გამონაკლისში წერია შემდეგი: სიგანე არასაზოგადოებრივი დანიშნულების გასავლელებისა, რომლებიც 50 კაცზე ნაკლებს ემსახურება და მე-11 თავში მოთხოვნილ მისაწვდომობას არ საჭიროებს, შეიძლება 70 სმ-ს არ აღემატებოდეს.
    ვფიქრობ, რომ აღნიშნული გამონაკლისი 1017.5 პუნქტის ნაწილი უნდა იყოს, არ მეთანხმებით?

ნაჩვენებია 7 შეტყობინება - 1 -დან 7 ჩათვლით (სულ 7)